|
2023-07-18 15:21:26, 815 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - სააკაშვილის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია, თავისი სიტყვა უნდა თქვან თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც
სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს,- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამძუფნებელმა, ნიკა გვარამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე განაცხადა. გვარამიას თქმით, "სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარია". "მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი იმიტომ, რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში. ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ 2003 წელს თბილისში ცხოვრება მომიწია, მოდი, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორული სამხედრო მოქმედებების გამო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ იმიტომ, რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც ამას არ იმსახურებდა. მიშამ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია იმიტომ, რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ამ ბოროტების სიმბოლო არის ციხეში მყოფი სააკაშვილი. ახლა მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს. მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი",- განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)