|
2023-07-18 10:37:00, 1101 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის წერილი The Times-ს - როცა დასავლეთი პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელყოფილი ვიყავი
პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე, მე უგულებელყოფილი ვიყავი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან გამოცემა The Times-ს გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის კრემლში 2004 წელს შეხვდნენ. "პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ... ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე“,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილი "კრემლში შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი გულცივი იყო". "როცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური გამწარებული გიჟი", - წერს სააკაშვილი. The Time-ის მასალაში ასევე საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზეც, სადაც ნათქვამია, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კორუფციის აღმოსაფხვრელად რეფორმები გაატარა და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)