|
2023-07-17 12:24:45, 846 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ევროპარლამენტში ბევრი ადამიანი შეშფოთებულია სააკაშვილის მდგომარეობით - მათ აქვთ უფლება, გამოთქვან აზრი
ევროპარლამენტში ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით - მათ აქვთ უფლება, გამოთქვან საკუთარი აზრი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს. "ევროპარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და მე ვიცი, რომ იქ ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მათ აქვთ უფლება, დააფიქსირონ საკუთარი ხედვები გარედან ყველანაირი ჩარევის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პაციენტისა, იყოს სრულად დაცული",- თქვა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარების მოწოდების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროდეპუტატებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)