|
2023-07-15 14:31:11, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რეპუტაციას ბოლომდე არ გაინადგურებს
იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის უმაღლესი რადას მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მიღებულ დადგენილების პროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებით წავიდა იმ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, რომელმაც მას 2018 წელს მხარი დაუჭირა. „ისედაც იცით, რომ საზოგადოებაში არის არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებით წავიდა პირდაპირ იმ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს. იმედია, კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავებს ნაპრალს, რომელიც არის მასსა და საზოგადოებას შორის. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს (მიხეილ სააკაშვილის შეწყალება) არ გადადგამს",- ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, გუშინ, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით მიმართავს. რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები მიიღონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)