|
2023-07-15 12:20:14, 926 ნახვა
საზოგადოება
მერია - ჩუღურეთის რაიონში შემოდგომიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა ექსპლუატაციაში შევა
ჩუღურეთის რაიონში ახალი სააღმზრდელო წლიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა შევა ექსპლუატაციაში. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ერთ-ერთია N125 ბაგა-ბაღი, სადაც დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. "ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან მიიღებს. მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოსა და შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა. კახა გულედანი სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება შენობის ისტორიულ ნაწილს. ასევე, აშენდა ახალი კორპუსი, სადაც ბაღის ძირითადი ნაწილი განთავსდება. 400 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)