|
2023-07-14 15:31:40, 853 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილს მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა - უნდა ითამაშოს მომაკვდავის როლი
მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა, სადაც უნდა ითამაშოს, მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა სახელმწიფო საქართველოს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის რადაში დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს. ვოლსკის თქმით, სააკაშვილი აღარ არის ავად, აღარ სჭირს დემენცია და დაიწყო გამოჯანმრთელება. "კოლექტიური წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაკეთეს, სწორედ ერთი და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის. ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება. იგი გამოიჭრა, როგორც "ქვინის" ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარესზე გაიჭრა დ მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა, სადაც უნდა ითამაშოს, მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა სახელმწიფო საქართველოს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს",- განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. მანამდე, 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)