|
2023-07-14 15:24:19, 830 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან
პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას; ვნახეთ უკრაინის რადას განცხადება; ასევე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს - პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძენებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "საქართველოს ინტერესები პირად ბოღმას არ უნდა გადააყოლოს". “პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას; ვნახეთ უკრაინის რადის განცხადება; ჩვენ მანამდე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა, რომელსაც 44 ევროპარლამენტარი აწერს ხელს; ვნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება; გვინახავს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის, პროდასავლელი ლიდერების განცხადებები პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენასთან. თუ ხელისუფლებას რამე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, პირად ბოღმას ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან. კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე”,- ამბობს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. მანამდე, 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)