|
2023-07-14 13:02:48, 764 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა რადას მიმართვაზე - არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას
მათი ინიციატივა, რაც არ უნდა იყოს, უკავშირდება ერთადერთი იმას, რომ სააკაშვილი დაიხსნან ტყვეობიდან იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა უკრაინის რადაში დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს. ზარქუას თქმით, პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია და რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან, რომლებით რადაში შემთხვევით მოხვდნენ". "არახამიასნაირები და გონჩარენკოები რაც არ უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ეს ჩვენთვის უინტერესოა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქალაქში და ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ არახამია სადმე ბრძოლობდეს? რამდენი ტერიტორია დაკარგა. სადმე გინახავთ ან გონჩარენკო ან არახამია იარაღით ხელში? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადაში, უკრაინის პოლიტიკაში. უსამშობლოების გაერთიანებაა. მათი ინიციატივა, რაც არ უნდა იყოს, უკავშირდება ერთადერთი იმას, რომ სააკაშვილი დაიხსნან ტყვეობიდან იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას. ამაზე წამსვლელია იმიტომ, რომ უსამშობლო კაცია, რომელსაც არაფრად ადარდებს არც უკრაინის ბედი, არც საქართველოს ბედი. ქართველ ხალხს, ქართველი ვარო და რუსულად გველაპარაკება",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ივლისს უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)