|
2023-07-14 12:29:09, 846 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებული მოწოდების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოწოდების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს. "ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ 600 დღის განმავლობაში, სააკაშვილი ყოელდღე კვდებოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, აღარ კვდებოდეს ყოველდღე, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზულია და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი - პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, "მეორე ფრონტი". ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რა დავუშვებთ. ჩვენი მიზანი საპირისპიროა - ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა და ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ, არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)