|
2023-07-13 17:57:00, 632 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ
ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. „ამ ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანაა, საქართველოში როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ეს იქნება ძალადობრივი გზით, რევოლუციით, გადატრიალებით, დაპირისპირებით. მინდა, დავამშვიდო ისინი და მივმართო, რომ ქართველ ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდება მათი ზრუნვა. საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნისა და მასში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს. ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ახალგაზრდებს, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რომ საქართველო ღირსეულად გადიოდეს ამ გზას, რომელსაც ევრიონტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)