|
2023-07-13 17:43:49, 769 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს
თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ხელისუფლება თანმიმდევრულად მოქმედებს. „რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, რომ რეფორმები განახორციელოს. რეფორმების განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რაღაც შესრულდა და ამით დასრულებულია ყველაფერი. ეს არის გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესი, რასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრირება და გაწევრიანება მოხდეს იმ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებას ევროინტეგრაციის პროცესში. „თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ყველა გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ურთიერთობები - ყველაფერი იყო „ქართული ოცნების“ და მისი გუნდის დამსახურება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)