|
2023-07-13 11:42:30, 879 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - ნატოში გასაწევრიანებლად რეფორმებია საჭირო - მათ გასატარებლად კი, ხელისუფლების პოლიტიკური ნება
მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო იყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტს. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად კონკრეტული რეფორმებია საჭირო, რეფორმების განხორციელება კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. "გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო. საუბარია რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე საიმისოდ, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რეფორმების გასატარებლად ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო",- თქვა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ. რაც შეეხება საქართველოს, როგორც გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი, ნატო "ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია".
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)