|
2023-07-12 14:31:15, 837 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ის მხარდამჭერია
"თიბისის" განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 10-17 ივლისს, გურჯაანში DATA BOOTCAMP ტარდება. პროექტი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებს, შესაძლებლობას აძლევს, კვირეულის ფარგლებში დაესწრონ AI, ML, Computer Vision-ის ინტენსიურ ტრენინგებს და გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით. 17 ივლისს შემაჯამებელი დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები პრეზენტაციებს წარადგენენ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებული ქართველი წამყვანი სპეციალისტები შეაფასებენ. "თიბისის" მხრიდან, მონაწილეებს, MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი შეაფასებს. გამარჯვებულები, "თიბისის" Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების, პრაქტიკული გადამზადების ორ კვირიან კურსებს გაივლიან. DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს. "თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)