|
2023-07-12 12:37:06, 765 ნახვა
პოლიტიკა
დარახველიძე - გოგა რაზმაძის განცხადება სრული ტყუილი და აბსურდია
გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი და აბსურდი,- ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს, გოგა რაზმაძეს, რომელიც უწყებას დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში სდებს ბრალს. როგორც დარახველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რაზმაძის განცხადება "არანაირ მტკიცებულებასა და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება". "მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი 5 წელია რაც შეიქმნა შსს-ს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი დ ა.შ. რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით... მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი რაღაც დისკომფორტს უქმნის და გაუგებარია ჩემთვის, როდესაც ადამიანი თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი კვალიფიციურმა, საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს",- ამბობს დარახველიძე. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ უწყება მის მიმართ დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ახორციელებს. რაზმაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. შსს-ს თანამშრომელი მოუწოდებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის ელჩებსა და მედიას, რომ დაინტერესდნენ ფაქტით და არ დაუშვან თავად რაზმაძისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)