|
2023-07-12 12:28:28, 780 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - თვითონ გვეხმარებიან პარტიის ლიდერები, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს
ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის" შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება, რისი "კარგი გამოხატულებაც პარტიის შიგნით დაპირისპირებებია". „რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი. „ნაცმოძრაობა“ მიდის დაღმა, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება, ეს არის მთავარი. ის შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაც იქნება არაჩვეულებრივი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. თანდათანობით თვითონ გვეხმარებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაში, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)