06:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 09:30:20, 995 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პენსი - უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა დაელოდოს

უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა დაელოდოს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

პენსის თქმით, "მნიშვნელოვანია, აშშ-მა უკრაინას მიაწოს ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება".

„გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატოს წევრობის საკითხზე  მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან - ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“,- ამბობს პენსი.

როგორც CNN წერს, პენსი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, აშშ-ის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ძლიერი დამცველი გახდა, ჯერჯერობით ერთადერთი "რესპუბლიკელი" საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ეწვია.

ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გუშინ, 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის  MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics