04:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 09:27:58, 1146 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას, ათასობით ვაზნას საბრძოლო მასალის Challenger 2-ის ტიპის ტანკებისთვის და 50 მილიონი ფუნტის (64,7 მილიონი აშშ დოლარი) მხარდაჭერის პაკეტს აღჭურვილობის შეკეთებისთვის.

„ნატოში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატოს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და დააბრუნებს მშვიდობას ევროპაში“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics