|
2023-07-12 01:50:51, 886 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციაზე - მაშინაც კი, როდესაც უნდა გვაერთიანებდეს საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
არ მგონია, დღეს ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი განწყობები, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს წარმატებას. მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს არ არის ქვეყნის წარმატება, ეს არის ხელისუფლების წარმატება და აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ რაიმე წარმატება სახელმწიფომ მიითვალოს, ეს არის არასწორი და დესტრუქციული მიდგომა საკუთარი სახელმწიფოს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ განწყობებზე საუბრისას. მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ გვაერთიანებდეს ერთი საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს უსაფრთხოების სექტორში როგორც კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამიტომ, კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს. „არ მგონია, დღეს ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი განწყობები, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს წარმატებას. მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს არ არის ქვეყნის წარმატება, ეს არის ხელისუფლების წარმატება და აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ რაიმე წარმატება სახელმწიფომ მიითვალოს, ეს არის არასწორი და დესტრუქციული მიდგომა საკუთარი სახელმწიფოს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ. ეს არის სამწუხარო პრობლემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების სექტორში როგორც ჩვენს კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამიტომ, იქ კითხვის მიშნები ნამდვილად არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)