|
2023-07-11 15:35:35, 1149 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი NATO-ს სამიტზე - ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება
ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის განცხადებით, "უპრეცედენტოდ აბსურდულია" ის, რომ უკრაინის ნატო-ში მიპატიჟებისა და წევრობისთვის დროის ჩარჩო განსაზღვრული არ არის. სახელმწიფოს მეთაური ვარაუდობს, რომ არ არსებობს მზადყოფნა, არც უკრაინის ნატოში მიწვევისა და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის. "ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენ ვაფასებთ საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, რადგან ეს პატივისცემას ეხება, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. უპრეცედენტოდ აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული უკრაინის არც ნატოში მიპატიჟებისა და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვის რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე",- წერს ზელენსკი Telegram-ზე.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)