|
2023-07-11 13:32:45, 1232 ნახვა
პოლიტიკა
ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრი - ჩეჩნეთის მთავრობა გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს
ჩეჩნეთის მთავრობა ავიაკოპანია Azimuth Airlines-სგან გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა ავიაკომპანია "აზიმუტის" დირექტორთან შეხვედრაზე განაცხადა. რამზან ჩერხიგოვის თქმით, გაწერილი გეგმების განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე. "ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში - სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში",- განაცხადა ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)