|
2023-07-11 12:26:10, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ნატო არ არის მზად არც უკრაინისა და არც საქართველოს ალიანსში მიღებისთვის
ჯერჯერობით ნატო არ არის მზად არც უკრაინის ნატოში მიღებისა და არც საქართველოს ნატოში მიღებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა. "გახსოვთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წააყენა როდესაც თქვა, რომ თუ ნატოში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინისთვის გაცხადებული, მე ამ სამიტს არ დავესწრებიო... საქართველო რეფორმების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური შეფასებითა და მონაცემით, არის ლიდერი სახელმწიფო. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ... ომისა და სისხლის ფასად შანსი [ნატო] არ გვჭირდება",- უთხრა ირაკლი ქადაგიშვილმა "მთავარ არხს". შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)