|
2023-07-10 10:57:58, 1097 ნახვა
პოლიტიკა
კარა-მურზა სააკაშვილს - თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის
რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. წერილი ექსპრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. "ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან, მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე ღია დემოკრატიულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქართული ნახევარპუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არ არის და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის, გაუფრთხილდით თავს. ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლაფსის შემდეგ, სადამდეც პუტინის რეჟიმი ქვეყანას მიიყვანს, მოგვიწევს ყველაფრის სრულად აღდგენა. გვჯერა, მოვახერხებთ, მათ შორის, თქვენი მაგალითით და მე მჯერა, რომ ევროპა საბოლოოდ შეძლებს, გახდეს ჭეშმარიტად მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი, დემოკრატიულ უკრაინასთან, დემოკრატიულ საქართველოსთან და დემოკრატიულ რუსეთთან ერთად, ეს ჩვენს საერთო ინტერესშია",- ნათქვამია კარა-მურზას წერილში. ცნობისთვის, 17 აპრილს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს .
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)