|
2023-07-08 15:17:43, 1134 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - რაც არ უნდა არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ სხვას ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ
ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, მათი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს ასეთ დროს უფლება მისცეს იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე, სხვა ადამიანზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პრაიდის ფესტივალის“ და პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ყველა კანონგარეშე აქტის პრევენციას მოახდენს და კანონდარღვევაზე რეაგირებაც მკაცრი იქნება. მისი თქმით, მიუღებელია, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. „მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ბუნებრივია, სახელმწიფო ნებისმიერი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება. რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას - ეს კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მეტი თავშეკავებით უნდა მიუდგნენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონები და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი. მანამდე სამართალდამცველებსა და "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. "თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, რადგან სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს. გუშინ, 7 ივლისს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდებოდა, ფესტივალი კი გაიმართებოდა კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნებოდა. გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებოდნენ მობილიზებულები.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)