|
2023-07-07 16:30:44, 687 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა (UAG) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აეროპორტების გაერთიანების ნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას გაივლიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისსა და ადგილობრივ აეროპორტებში. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წარმატებული სტუდენტი დაინტერესდეს ავიაციის სფეროთი, რომ სამომავლოდ თავიანთი პროფესიული განვითარება აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირონ. "აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კადრები, რომლებიც ჩვენთან დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს დასაქმებაში და ასევე, თავის მხრივ უნივერსიტეტმა მოამზადოს იმ კვალიფიკაციის სტუდენტები, რა მოთხოვნებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას არამხოლოდ მგზავრთნაკადის მხრივ, არამედ როგორც რეგიონის ეკონომიკურ მასტიმულირებელს",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. თანამშომლობის ძირითადი მიზანია, უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)