|
2023-07-06 09:33:55, 915 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - დავუმარცვლავ კობახიძეს - უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი
დავუმარცვლავ ირაკლი კობახიძეს - უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი და ამას "მეორე ფრონტის" გახსნასთან კავშირი არ აქვს. "მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი - არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლავ კობახიძისთვის - არ არის ტყუილი საჭირო. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი, დაბრუნებულიყო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. არავითარი სცენარი არ დამუშავებულა, რომ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ასეთი გეგმა არ ყოფილა",- განაცხადა პოდოლიაკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. ცნობისთვის, გუშინ, 5 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოუწოდებდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)