|
2023-07-05 22:56:27, 790 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - გერმანიასთან დარგობრივი თანამშრომლობა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ხელს უწყობს
ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანჟელიკა შლუნკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი პირველად ტარდება. საქართველო-გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს ბერლინში რატი ბრეგაძის გერმანელ კოლეგა მარკო ბუშმანთან შეხვედრის დროს. რატი ბრეგაძემ ანჟელიკა შლუნკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი და შეუქცევადი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. "იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და 12 პრიორიტეტის შესრულებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)