|
2023-07-05 19:26:51, 679 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ქართულ-გერმანულ სამართლებრივი ფორუმს დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი პირველად იმართება და მისი მიზანია ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოება და სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერება. გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა მთავარ როლს ასრულებს სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების ორგანოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, რაც ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ქვეყნის ცენტრალურ უწყებას სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ექსტრადიციისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნების საკითხებზე. „ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის, გერმანიასთან თანამშრომლობის მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტებია ევროსაბჭოს კონვენციები, რომელთა საფუძველზეც, საქართველოს პროკურატურას შეუძლია უცხო ქვეყნების კოლეგა უწყებებისთვის უზრუნველყოს ყველა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და განახორციელოს ძებნილი პირების ექსტრადიცია მომთხოვნ სახელმწიფოებში.''-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ფორუმის მონაწილეებს გენერალურმა პროკურორმა გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის სტატისტიკა გააცნო - "2021 წელს, საქართველომ შეასრულა სამართლებრივი ურთიერთდახმარების 95 შუამდგომლობა, 2022 წელს - 92, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს გერმანული უწყებების მიერ წარდგენილი სამართლებრივი ურთიერთდახმარების 31 შუამდგომლობა. რაც შეეხება ექსტრადიციას, 2021 წელს საქართველომ განახორციელა სამი ძებნილი პირის ექსტრადიცია გერმანიაში, 2022 წელს - ორის, ხოლო 2023 წელს - ერთი ძებნილი პირის." ფორუმზე გენერალურმა პროკურორმა, ასევე ევროჯასტთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა „ ევროჯასტთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო, ეფექტური და წარმატებული გახდა. კერძოდ, ევროჯასტის ხელშეწყობით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურამ ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებთან შექმნა სამი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საკოორდინაციო შეხვედრაში ჰააგაში და ასევე გააძლიერა ორმხრივი თანამშრომლობა შესაბამის სახელმწიფოებთან. " - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძის განცხადებით,სხვა საქმეებთან ერთად, საქართველოს პროკურატურას აქვს გერმანელ კოლეგებთან ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმეებზე განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. კერძოდ, ევროჯასტის ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურამ და გერმანელმა კოლეგებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრაში, შექმნეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები და, მოგვიანებით, ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი ღონისძიებები. შედეგად, საქართველოში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ამოღებული და დაყადაღებული იქნა მილიონობით ევროს ღირებულების ქონება, დაკავებულნი იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც შემდგომში წარედგინათ ბრალი. გარდა ამისა, ორი პირი ექსტრადირებული იქნა გერმანიაში, მათგან ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს წარმოადგენდა. დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა მომავალშიც წარმატებული თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა''საქართველოს პროკურატურა, მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპელ კოლეგებს გაუწიოს ყველა საჭირო დახმარება და, ასევე, დაეხმაროს მათ, რომ დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე." ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის" ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე" ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)