|
2023-07-05 17:44:59, 815 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მაკფოლის განცხადებაზე - მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არასწორი მოწოდებაა
მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ, კითხვის ნიშნებს აჩენს. „წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: „ვფიქრობ, პრიგოჟინის ეს ამბოხი და მასზე პუტინის რეაქციაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას კი უჭერენ მხარს, მაგრამ თან ესკალაციის ეშინიათ. ფიქრობენ, რომ პუტინი აუცილებლად ესკალაციაზე წავა. და იქნებ კაპიტულაციაზე წავიდეს? დაფიქრდით ამაზე. იქნებ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, თუ შეხედავს, რომ ამჯერად „ომის წაგების აჩრდილი“ წამოადგა თავს?“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)