|
2023-07-05 15:26:14, 702 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლებისას მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრა. „საქართველო იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირველი მსხვერპლი სამეზობლოში. საქართველოს ორი რეგიონი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა იქ კვლავაც გრძელდება. ისევ ვეძიებთ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზას, ვცხოვრობთ ომების მტკივნეული მოგონებებით და უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე. მიუხედავად ამისა, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვქონდეს პროგრესული დღის წესრიგი, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, შევქმნათ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო და წვლილი შევიტანოთ შუა კორიდორის განვითარებაში ტრანზიტისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და სჭირდება ევროკავშირისგან და ნატოსგან მეტი მკაფიო და ქმედითი ნაბიჯი, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვლაში. სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს ჩვენ არ გვაქვს დრო და ფუფუნება გაჭიანურებული დაპირებებისთვის, არც ყალბ ნარატივებსა და აღქმებთან გამკლავებისთვის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვჭირდება ცალსახა და ნათელი მხარდამჭერი ნაბიჯები და იმედია, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ წლის ბოლოს იქნება ერთ-ერთი ამგვარი ნაბიჯი. რუსეთი დამარცხდება, მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მისი მეზობელი შეძლებს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას. ეს კი მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, იმ პრინციპებისა და ნორმების დასაცავად ბრძოლით, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ორგანიზაცია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)