06:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 10:57:26, 1262 ნახვა

მსოფლიო
The Telegraph - ბაიდენს სურს, ნატოს მომავალი გენმდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ ნატოს მომავალი გენერალური მდივანი ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სასურველი გახდა მას შემდეგ, რაც მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის კანდიდატურა დაბლოკეს.

The Telegraph-ს წყარომ უთხრა, რომ ალიანსის ამჟამინდელი ლიდერის, იენს სტოლტენბერგის შემცვლელთან დაკავშირებით დისკუსიების დროს, ბაიდენი ცდილობდა, ფონ დერ ლაიენი ნატოს ხელმძღვანელობაზე დაეთანხმებინა.

ნატოს წყარომ ასევე განუცხადა გამოცემას, რომ  ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს, რაც ხელს უწყობს ასევე მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს ჩინეთთან, უკრაინასა და კლიმატთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ პატივი იყო "პოტენციური მემკვიდრეების სიაში" მოხვედრა, თუმცა, მისმა სპიკერმა თქვა, რომ ის „არ არის მზად ამ საქმისთვის, არც ახლა და არც მომავალში".

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედ ხელმძღვანელს, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ იენს სტოლტენბერგი, რომელიც გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, ალიანსს კიდევ ერთი წელი, 2024 წლის შემოდგომამდე უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics