|
2023-07-05 09:37:39, 1633 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს
ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია გაიმართა. სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს რუსეთს, სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს. „ეუთო მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს. საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია დოკუმენტში. დეკლარაციაში ასამბლეა უთითებს, რომ ეუთო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს. ასევე, ორივე ოკუპირებულ რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს. ცნობისთვის, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)