|
2023-07-04 23:16:51, 719 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე - არ აქვს მნიშვნელობა, ვინც უნდა იყოს, ვერავისგან ვერ მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წამებაზე საუბრობს. „ეს განცხადება ჩემთვის, პირადად, არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ, რომ აქ არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება. როდესაც საუბარია, თითქოსდა საქართველოში ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები. საქართველო არის ლიდერი რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში. ბუნებრივია, ვინც უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი – ვერავისგან ვერ მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. ბუნებრივია, ეს არის ძალიან სამწუხარო, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში; მათ შორის, ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლო წუთამდე იმყოფებოდნენ კიევში იმ დროსაც, როდესაც კიევი იბომბებოდა და, რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში სააკაშვილის წამების არცერთი მტკიცებულება არ იყო მოყვანილი. „საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება, თუ რა არის წამება?! როდესაც ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში; ვთავაზობთ საკვების მიღებას; მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება?! თუ ის არის, რომ სამასამდე ვიზიტორი ჰყავდა?! თუ ის არის, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ?! რატომ ამაზე არასდროს არ უთქვამთ არაფერი?! ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს გვაქვს ღირსება და ზუსტად ვიცით, რომ ვიცავთ განუხრელად ადამიანის უფლებებს , მათ შორის, ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)