|
2023-07-04 23:17:30, 769 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნაზე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ახლა უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, საქართველოს ელჩის გამოძევებასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ "უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია" "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, რათა გაიმარჯვოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა. ამრიგად, თვითდაზიანებისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც სააკაშვილის პოლიტიკური სტრატეგია ციხიდან თავის გათავისუფლების მიზნით, მიუღებელი და ამორალურია", - წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)