|
2023-07-04 22:21:41, 820 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ პროდასავლური პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ პროდასავლური და პროქართული პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან ნებისმიერ ფორმატში სათანამშრომლოდ მზად არის, იმისთვის, რომ "ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდეს". “ჩვენ ზოგადად ღია ვართ ამ მიმართულებით, რომ თანამშრომლობა იყოს, მეტიც, ინიციატორებიც ვართ, ვიყავით, ვიქნებით, ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, ჩვენ გინდა ევროპაში, ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია, პროდასავლური, პროქართული პარტიები გაერთიანდნენ რუსული პარტიის წინააღმდეგ. ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ სათანამშრომლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)