|
2023-07-04 17:25:59, 698 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - უკრაინა სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას არავის მისცემს - ის უკრაინაში უნდა წავიდეს
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც გვარამია კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გვარამიას თქმით, "არცერთი თავმოყვარე ქვეყანა, ამ შემთხვევაში კი უკრაინა არავის არ მისცემს შესაძლებლობას, რომ მის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ასე მოეპყრონ". მანვე დასძინა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, ხოლო შემდეგ რას მოიმოქმედებს "საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს არის მისი საქმე". "უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას, ყველამ უნდა ვიფიქროთ უკრაინასთან ჩვენს მომავალ გეგმებზე, მათ შორის იმ გეგმებზე, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს. [ზელენსკის განცხადებას ელჩთან დაკავშირებით ] ამას გაგრძელება ექნება. ცხადია, ეს დასაწყისია ყველაზე რთული ეტაპის. თქვენ იცით, რომ ელჩის ქვეყნიდან გაშვება არის დასაწყისი მძიმე ეტაპის დიპოლმატიურ ურთიერთობებში. ჩვენ, სულ მცირე, უნდა გვეყოს გონიერება და სულ მცირე, პრაგმატული ხედვა იმისა, თუ რა გველოდება წინ და კარგი ჩვენ არაფერი არ გველოდება, რუსეთს ელოდება ძალიან ცუდი რაღაცები და თუ ჩვენ გვინდა, რომ მათ საფლავში ჩავყვეთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ არ გვაინტერესებს სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ის რას გააკეთებს. ეს არის მისი საქმე", - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)