|
2023-07-04 17:30:24, 715 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი სურვილი და ამოცანაა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან
სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, რომ უფრო მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერავის შევყვებით. ჩვენი სურვილი და ამოცანაა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით რადას ერთ-ერთი დეპუტატის განცხადების თაობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ "ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება, რაც ნაკლებად საინტერესოა". „რადას დეპუტატის განცხადება ნაკლებად საინტერესოა. ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე. თავის დროზე გახსოვთ, რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, რასაც არავითარი ახსნა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბელარუსის ელჩი არ გაუწვევიათ მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეტევა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან სწორედ ბელარუსის მიმართულებიდან განხორციელდა, ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ტანკები უკრაინაში. არ გაუწვევიათ ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს საქართველოს ელჩი. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ზეგავლენის ხარისხი ამ ქვეყანაზე არის სერიოზული“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)