|
2023-07-04 17:08:56, 651 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები. მისივე განმარტებით, კონსულტაციების გავლის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. „რეალურად, ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები. ეს რეალურად საბჭოც არ იყო. მოგეხსენებათ, არის ე.წ. ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სამეურვეო საბჭო, რაც შეეხება აჭარას, სამეურვეო საბჭოც კი ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო ჩამოყალიბებული ინსტიტუციურად სტრუქტურა, დაარქვეს მრჩეველთა საბჭო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სათანადოდ მოწესრიგდა. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩახედული ამ საკითხში და საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში იქნება სათანადოდ დაცული და გამოხატული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)