|
2023-07-04 15:57:54, 657 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი - ომის დროს მოიცალა ჩემთვის
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ასევე ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან. ასევე დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი”,- წერს სააკაშვილი. გარდა ამისა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინის მოქალაქეობით, რომელიც ბრძოლაშია. "მე ვამაყობ უკრაინის მოქალაქეობით, რომელიც ბრძოლაშია. ვამაყობ, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე და ვამაყობ, რომ შემიძლია უკრაინელებთან მშობლიურ ენაზე საუბარი",- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)