|
2023-07-04 15:57:27, 630 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მტრული კამპანია ორ ტყუილს ეყრდნობოდა - სააკაშვილის ვითომ წამებას და სანქციების დარღვევის მტკიცებას - ორივე მითი განადგურებულია
საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. პაპუაშვილის განცხადებით, „ორივე მითი უკვე განადგურებულია". „ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლინიკაში დატოვა. და მეორეც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნებმა დაადასტურა, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას, სანქციების არიდების საწინააღმდეგო ქართული სისტემა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიმართლის იმედად იყო, ხოლო ოპონენტებს მილიონობით დოლარის იმედი ჰქონდათ, რომლებიც სულ ტყუილად გაფლანგეს, რათა დაეზიანებინათ საქართველოს დემოკრატიული მიღწევები და შეექმნათ ტყუილების, არასწორი აღქმებისა და დეზინფორმაციის საბურველი. ხაზგასასმელია, რომ ეს ხალხი, უცხოელებიც და ქართველებიც, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაფლულები, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებდნენ. ბოლო რამდენიმე დღეა, მოწმენი ვართ ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობებისა, ხელახლა შეცვალონ ვითარება, რაც ვერასოდეს მოხდება, რადგან ტყუილების საპნის ბუშტი უკვე საქართველოს საზღვრების გარეთაც გასკდა“, - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)