09:20 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 15:17:28, 679 ნახვა

პოლიტიკა
სანდუ - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობა

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ,- აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე წერს.

სანდუს თქმით, შეწუხებულია სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი კადრებით.

"ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი კადრებით, რამაც გამოავლინა ჯანმრთელობის მძიმე გაუარესება ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭოს მის კარგად ყოფნას და სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ",- წერს სანდუ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა.

სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics