|
2023-07-04 14:49:14, 701 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია სააკაშვილზე - რადგან გამოაჩინეს, დაბრკოლება აღარ არის, რომ ექიმები შეუშვან
რადგან გამოაჩინეს, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ ექიმები შეუშვან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შეშვებასთან დაკავშირებით განაცხადა. ალასანიას თქმით, აღნიშნული ექიმების ჯგუფში "არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას". "გუშინ სისხლის გადასხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, დავარდნილი იყო ჰემოგლობინი და ეს პერიოდულად ხდება ხოლმე. სიცხე ყოველთვის, ბოლო ხანებში, დილიდან 37 აუცილებლად აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და წნევაც არის ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი. რადგან დაუშვეს ის, რომ გამოაჩინეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ შეუშვან ის ექიმები, ის პოლონელი ექიმები, ფაქტობრივად, არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილი ჯგუფი. ასე რომ, ესენი კი არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას. მე მოვისმინე ჩვენი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მოიწვიონ ნებისმიერი ექიმიო და ჩვენ, კი ბატონო, შევუშვებთო და აბა, სად არის?!",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)