09:20 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 13:24:00, 576 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა

საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია, დამტკიცდა 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს. ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ეს პროცესი საკმაოდ ინკლუზიური იყო, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ცვლილებები.

„საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია დამტკიცდა, 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს, ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, მეორე პრიორიტეტი მოიცავდა, სამ პრიორიტეტს და ყველა მიმართულებით არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული. საკმაოდ ინკლუზიური იყო ეს პროცესი, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ეს ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics