|
2023-07-04 13:15:04, 848 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვს
უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დიპლომატიური უწყება მოითხოვს, რომ "საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ". „4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარეიშვილი, რომლის მიმართაც დიპლომატებმა გამოხატეს მკაცრი პროტესტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო. ქართველ დიპლომატს ხაზგასმით აღენიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. უკრაინული მხარე მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანას მკურნალობისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)