|
2023-07-04 11:56:29, 665 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი სააკაშვილზე - იმ პირის ციხეში გაჩერება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, წამების პოლიტიკას უდრის
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება. კუბილიუსის თქმით, იმ პირის ციხეში გაჩერება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სამთავრობო დაწესებულებების მიერ მიზანმიმართული წამების პოლიტიკას უდრის. "იმ პირის ციხეში გაჩერება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უდრის სამთავრობო დაწესებულებების მიერ მიზანმიმართული წამების პოლიტიკას. წამების აღწერა წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით: "როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია თანამდებობის პირის ან სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირის მიერ ან წაქეზებით ან თანხმობით",- წერს კუბილიუსი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)