|
2023-07-03 22:49:35, 731 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან გამოითქვა შეშფოთება Georgian Airways დასანქცირების გამო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია Georgian Airways სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. „შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)