|
2023-07-03 16:41:22, 601 ნახვა
საზოგადოება
„აპტოსის“ ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - „კოლხიდა 2023“ ჩატარდა
სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანიის - "აპტოსის" ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2023" ჩატარდა. ღონისძიებამ წელს 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ზე მეტი დელეგატი და 120 საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის წამყვანმა, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ექიმებმა, კომპანიებმა და დარგის წარმომადგენლებმა, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და მიღწევები გაუზიარეს. კონგრესის მთავარი თემები ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა იყო. ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების გარდა, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგის პარალელურად, „კოლხიდამ" წელს მსოფლიოში ცნობილ Thinkin Class-ისა და ESCAD-ის ვორქშოფსაც უმასპინძლა და მონაწილეებს უნიკალური გამოცდილება გაუზიარა. კონგრესი „კოლხიდა 2023" მსოფლიოში ცნობილი ფრანგი პლასტიკური ქირურგის Dr. Fournier-ის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპტოსის ძაფებისა და „კოლხიდას" საერთაშორისო კონგრესის განვითარებაში. "თიბისი" კომპანია „აპტოსის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)