|
2023-07-03 13:44:01, 625 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბაია პატარაია არის ერთ-ერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები
ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მოთხოვნას - გადადგეს ნინო წილოსანი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბაია პატარაიას პოზიციას "დიდი ფასი არ აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი". „ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის ერთგვარი კასტა, რომელიც პირდაპირ დავალებებით მოქმედებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა, როდესაც ადეიშვილი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების სიტყვას ვერავითარი ფასი ჩვენთვის ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)