|
2023-07-03 12:03:40, 751 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - პრეზიდენტი თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია“
პრეზიდენტი თავს წარმოაჩენს "უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი "ჩემულობს, რომ აქვს კომპეტენცია, გადახედვას საჭიროებს". "მოწოდება და პოზიცია, რომ საქართველო უნდა შევიდეს მეტ დაპირისპირებაში რუსეთთან ეკონომიკური იქნება ეს თუ სამხედრო, არის წინდაუხედავი პოზიცია, რომელსაც მათ შორის, პრეზიდენტი სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიედ, ვიდრე რომის პაპია“. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის და სხვა რამეა - დათმობაა? აბა, როგორი უნდა იყოს? უნდა იყოს აკრძალვა ფრენების, სანქციების დაწესება და უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს, ბომბები გვეყრებოდეს თავზე, ვიდრე ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში, როცა არ ვმონაწილეობთ საომარ მოქმედებებში? საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ჩემულობს, რომ აქვს კომპეტენცია, ვფიქრობ, გადახედვას საჭიროებს",- ამბობს გიორგი ვოლსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)