|
2023-07-01 18:57:23, 1172 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები, ჩვენ გავიგეთ და დღეს Georgian Airways და მისი მფლობელი დასანქცირებულია
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა და პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. არახამიამ საქართველოს პრეზიდენტის აპარატსა და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. ''რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი. მადლობა ქ-ონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის'', - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ, თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)