|
2023-07-01 17:31:22, 1119 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს გახდეს EU-ის წევრი და პარტნიორებს აბრალებდე, რომ მათ ომი უნდათ
შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და ხან ჩვენს პარტნიორებს აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაბალანსდეს და არ იყოს ერთი ჯგუფის მართველობა, საჭიროა პარლამენტის, მედიისა და ყველა ინსტიტუტის გაძლიერება. "მეორე გამოწვევა არის მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი ბატონი ივანიშვილისგან მოსული გზავნილების თუ არა, მაგრამ ამ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი. შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როცა ის ტოვებს ქვეყანას, რაც ასევე ჩვენს ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირშია და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს, ხან თვითონ ჩვენს პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, რომ ისინი არიან ომის პარტია. ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ომი კონტინენტზე აღარა ყოფილიყო იმ ევროპულ ქვეყნებს შორის და მართლაც შეძლო ეს... მთავარი ბალანსი ამ ერთპიროვნული თუ ერთი ჯგუფის, თუ ერთი პარტიის გავლენის, თუ მთავრობის პრემიერი მართავს, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინსტიტუტების გაძლიერება ხდებოდეს... ამიტომ უნდა გააძლიერო ინსტიტუტები, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ბრძოლა, პარლამენტში, მედია... ყველა ეს ინსტიტუტები არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დაცვა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)